TechSchool მარათონები

მხოლოდ 6 თვეში შეძლებ იმას, რასაც სხვები წლებს ანდომებენ.
ჩვენი უნიკალური პროგრამა გაძლევს შესაძლებლობას დაეუფლო პროგრამირებას და დაიწყო წარმატებული კარიერა Tech სფეროში.

რა არის Tech მარათონი?

Tech მარათონი არის 6 თვიანი ინტენსიური პროგრამა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად დაეუფლოთ პროგრამირებას და დაიწყოთ კარიერა Tech სფეროში. სწავლება სრულად არის პერსონალური და პროგრამის სილაბუსი გადაეწყობა პერსონალურად შენს შედეგებზე, რაც ბევრად ეფექტურს გახდის სწავლას.

⚡️

ინტენსიური სწავლება

ყოველდღიური პრაქტიკული დავალებები და პროექტები

🔄

მოქნილი სწავლების მეთოდი

თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ოპტიმალური კომბინაცია

💡

ინოვაციური სასწავლო გეგმა

ინდუსტრიის მოთხოვნებზე მორგებული სილაბუსი

🚀

სწრაფი განვითარება

6 თვეში კარიერული ტრანსფორმაციის შესაძლებლობა

👥

მენტორების მხარდაჭერა

გამოცდილი პროფესიონალების ყოველდღიური ზედამხედველობა

💻

რეალური პროექტები

პორტფოლიოსთვის საჭირო პრაქტიკული გამოცდილება

🤝

ნეთვორქინგის შესაძლებლობა

ინდუსტრიის პროფესიონალებთან და თანამოაზრეებთან კავშირების დამყარება

📈

კარიერული მხარდაჭერა

CV-ის მომზადება და ინტერვიუებისთვის მომზადება

🌐

თანამედროვე ტექნოლოგიები

აქტუალური პროგრამირების ენებისა და ფრეიმვორქების შესწავლა

🎓

სერტიფიკატი

პროგრამის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი

აქტიური მარათონები

Frontend Marathon რეგისტრაცია მიმდინარეობს

React Frontend მარათონი

React Frontend მარათონი არის 6-თვიანი ინტენსიური პროგრამა. შეისწავლი: React, TypeScript, JavaScript, HTML/CSS, SCSS, CI/CD და ა.შ.

  • დაწყება: 7 აპრილი, 2025
  • ხანგრძლივობა: 6 თვე
  • ღირებულება: 49₾ / თვეში
დეტალურად
Frontend Marathon რეგისტრაცია მიმდინარეობს

Backend მარათონი

Backend მარათონი არის 6-თვიანი ინტენსიური პროგრამა მათთვის, ვისაც სურს გახდეს თანამედროვე Backend ინჟინერი. შეისწავლი: Node.JS, TypeScript, SQL, Microservices და ა.შ.

  • დაწყება: 7 აპრილი, 2025
  • ხანგრძლივობა: 6 თვე
  • ღირებულება: 49₾ / თვეში
დეტალურად
Frontend Marathon რეგისტრაცია მიმდინარეობს

Fullstack მარათონი

Fullstack მარათონი არის 9-თვიანი ინტენსიური პროგრამა მათთვის, ვისაც სურს გახდეს თანამედროვე Fullstack ინჟინერი. შეისწავლი: Node.JS, React,TypeScript, SQL, OOP და ა.შ.

  • დაწყება: 7 აპრილი, 2025
  • ხანგრძლივობა: 9 თვე
  • ღირებულება: 49₾ / თვეში
დეტალურად
TPM Marathon რეგისტრაცია მიმდინარეობს

Technical Project Manager მარათონი

ტექნიკური პროექტ მენეჯერის მარათონი არის 6-თვიანი ინტენსიური პროგრამა IT პროექტების მართვის სპეციალისტად ჩამოყალიბებისთვის.

  • დაწყება: 7 აპრილი, 2025
  • ხანგრძლივობა: 6 თვე
  • ღირებულება: 119₾ / თვეში
დეტალურად
Frontend Marathon რეგისტრაცია მიმდინარეობს

SQL მარათონი

SQL დეველოპერის მარათონი არის 4-თვიანი ინტენსიური პროგრამა მათთვის, ვისაც სურს დაეუფლოს მონაცემთა ბაზების მართვას. ETL პროცესები, MySQL და PostgreSQL-თან მუშაობა.

  • დაწყება: 7 აპრილი, 2025
  • ხანგრძლივობა: 4 თვე
  • ღირებულება: 49₾ / თვეში
დეტალურად
Frontend Marathon რეგისტრაცია მიმდინარეობს

QA Automation მარათონი

QA Automation მარათონი არის 6-თვიანი ინტენსიური პროგრამა, რომელიც გამიზნულია ავტომატიზებული ტესტირების სპეციალისტად ჩამოყალიბებისთვის. ტესტირების მეთოდოლოგიები

  • დაწყება: 7 აპრილი, 2025
  • ხანგრძლივობა: 6 თვე
  • ღირებულება: 49₾ / თვეში
დეტალურად

ხშირად დასმული კითხვები

როდის ჩატარდება მარათონი?

მარათონი მიმდინარეობს კვირაში 5 დღის განმავლობაში, ყოველდღე. კვირის დასაწყისში მიიღებთ თეორიულ მასალას (ქართულად, ასევე ინგლისურ ენაზე), ასევე თეორიულ მასალის მიხედვით პრაქტიკულ დავალებებს და case study. კვირის ბოლოს ანუ, პარასკევს (ოფიციალური დასვენების დღეების შემთხვევაში შემდეგ სამუშაო დღეს) იქნება განვლილ მასალაზე დაყრდნობით შედგენილი ქვიზი, რის მიხედვითაც დაიგეგმება შემდეგი კვირა პერსონალურად თქვენთვის. შესაბამისად გადაეწყობა პერსონალური სილაბუსი.

როდის უნდა გადავიხადო მარათონის ყოველთვიური გადასახადი?

მარათონის ყოველთვიური გადასახადი უნდა გადაიხადოთ მიმდინარე თვის განმავლობაში. პირველი გადახდა კი სწავლის დაწყებამდე.

რა განსხვავებაა რეგულარულ და პრო ვერსიებს შორის?

ჩვეულებრივი ვერსია მოიცავს მხოლოდ ტექსტურ სასწავლო მასალებს, დავალებებს, ინტერაქტიულ დავალებებს, მენტორის მხარდაჭერას ელ-ფოსტის და პლათფორმა slack-ის მეშვეობით და არ მოიცავს ვიდეო და/ან ლაივ შეხვედრებს. ხოლო პრო ვერსია მოიცავს ვიდეო და ლაივ შეხვედრებს. შესაბამისად, ფასიც განსხვავებულია

შემიძლია თუ არა შემდეგი თვიდან მარათონის შეწყვეტა?

დიახ, მარათონის შეწყვეტა შესაძლებელია ნებისმიერ დროს

რამდენი დრო უნდა დავუთმო მარათონს?

რეკომენდებულია დღეში მინიმუმ 4-6 საათის დათმობა. ეს მოიცავს ლექციებს, პრაქტიკულ დავალებებს და პროექტებზე მუშაობას.

მჭირდება თუ არა წინასწარი ცოდნა?

მარათონები იწყება საბაზისო დონიდან, თუმცა სასურველია გქონდეთ ინგლისური ენის საშუალო დონე და კომპიუტერთან მუშაობის ძირითადი უნარ-ჩვევები.

როგორ ხდება სწავლების პროცესი?

სწავლება მიმდინარეობს ონლაინ ფორმატში, ყოველდღიური ლექციებით, პრაქტიკული დავალებებით და მენტორების მხარდაჭერით.

რა ღირს მარათონში მონაწილეობა?

ფასი დამოკიდებულია კონკრეტულ მარათონზე. ჩვენ გთავაზობთ მოქნილ გადახდის გეგმას და ადრეული რეგისტრაციის ფასდაკლებებს.

რა სერტიფიკატს მივიღებ?

მარათონის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს თქვენს კვალიფიკაციას და შეძენილ უნარებს.

მეხმარებით თუ არა დასაქმებაში?

კომპანია ვერ მოგცემთ დასაქმების გარანტიას, თუმცა ჩვენი კარიერული მრჩევლები დაგეხმარებიან CV-ის მომზადებაში, გასაუბრებებისთვის მომზადებაში და დამსაქმებლებთან დაკავშირებაში. 6 თვიანი მარათის შემდეგ უფასოდ მიიღებთ გასაუბრებისთვის განკუთვნილ მასალებს და მოქ ინტერვიუს, ProMocky პლათფორმაზე. ისევ, კომპანია, არ იძლევა გარანტიას, რომ თქვენ აუცილებლად დასაქმდებით. თუმცა, კურსის ფარგლებში შეიძენთ ისეთ უნიკალურ ცოდნას და უნარ-ჩვევებს, რომელიც კონკურენტუნარიანს გაგხდით ბაზარზე.

შემიძლია თუ არა სამსახურის პარალელურად სწავლა?

დიახ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ პროგრამა მოითხოვს მნიშვნელოვან დროით რესურსს. მარათონის დროს სასწავლო პროცესს გეგმავთ თქვენ თვითონ.

რა ხდება თუ გავაცდენ ლექციას?

მარათონში დღეს ანაწილებთ თქვენ თვითონ, კვირის გაცდენის შემთხვევაში ან დღის ვინაირად პერსონალურად თქვენზე არის მორგებული, გადაეწყობა შესაბამისად.

რა სახის მასალებით ხდება სწავლება?

მარათონის ფორმატიდან გამომდინარე, თქვენ მიიღებთ ქართულ ენაზე, საკითხავ, თეორიულ მასალას. ასევე, პრეზენტაციებს, დავალებებს და ზოგიერთ შემთხვევაში ვიდეო ლექციებს (კვირის და თემიკის მიხედვით). მარათონის მასალები შესაძლოა შედგენილი იყოს ხელოვნული ინტელექტის გამოყენებით, სრულად ან/და ნაწილობრივ, რომელიც დარევიუებილია და დადასტურებულია მენტორის მიერ. ასევე ინტერერაქტიულ დავალებებს და სიმულატორებს.

მექნება თუ არა ონლაინ (live) სწავლა პირდაპირ მენტორთან?

არა, მარათონის ფორმატი არ მოიცავს ლაივ სწავლებას.

როგორ ხდება მენტორებთან კომუნიკაცია?

მარათონის შემხვევაში ეს იქნება პირადი ელ-ფოსტა, სადაც მოხდება პერსონალურად კომუნიკაცია, ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემა და მასალების და ა.შ. გაცვლა, მისამართიდან mentor@gotechschool.com

ლექციის ჩანაწერებზე რამდენი ხანი გვექნება წვდომა?

კურსების და მოდულების გავლა ხდება ჩვენს პლათფორმაზე. მარათონის მასალები ხელმისაწვდომი იქნება ჩვენს სასწავლო პლათფორმაზე და ასევე ზოგიერთი მასალა იგზავნება თვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე, რაზეც წვდომა გექნებათ შესაბამისად შეუზღუდავად

რა პროექტებს შევქმნი მარათონის განმავლობაში?

მარათონის განმავლობაში შექმნით რამდენიმე რეალურ პროექტს, რომლებიც შევა თქვენს პორტფოლიოში და დაგეხმარებათ დასაქმებაში.

რა არის წარმატების მთავარი საწინდარი?

წარმატების მთავარი საწინდარია მოტივაცია, სისტემატური მუშაობა და აქტიური ჩართულობა პროგრამის ყველა კომპონენტში.

რა განსხვავებაა მარათონსა და ჩვეულებრივ კურსს შორის?

მარათონი არის უფრო ინტენსიური პროგრამა, რომელიც მოითხოვს ყოველდღიურ ჩართულობას და პრაქტიკას. პროგრამა მორგებულია სწრაფ შედეგზე.

იქნება თუ არა ონლაინ ან ფიზიკური შეხვედრები მარათონის დროს?

არა, ონლაინ ან/და ფიზიკური შეხვედრები მარათონის დროს არ იქნება. კუმუნიკაცია ხორციელდება, პლათფორმის და ელ-ფოსტის მეშვეონით. თუმცა, საბოლოო მოქ ინტერვიუ ანუ, გასაუბრების იმიტირება მოხდება ონლაინ - Zoom აპლიკაციის მეშვეობით.

რა ხდება მოქ ინტერვიუს შემდეგ?

მოქ (იმიტირებული) ინტერვიუს, შემდეგ მიიღებთ დეტალურ უკუკავშირს და მომავალ სამოქმედო გეგმის რეკომენდაციებს.

რა ინტენსივობით მექნება მენტორთან კომუნიკაცია?

მენტორი მუდმივად ადევენებს თვალყურს თქვენს პროგრესს და ასევე ხელმისაწვდომია ელ-ფოსტაზე